„შაბათის სკოლაში“ საყოველთაო რეგისტრაცია 13 აგვისტოს, ძველი მოსწავლეებისთვის კი 10 აგვისტოს დაიწყება!
- 06 აგვისტო, 2026


ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
„შაბათის სკოლაში“ საყოველთაო რეგისტრაცია 13 აგვისტოს, ძველი მოსწავლეებისთვის კი 10 აგვისტოს დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი - 10, 11 და 12 აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2025-2026 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)
მეორე ეტაპი - 13 აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია) რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით. ონლაინ რეგისტრაციისთვის წინასწარ შექმენით ანგარიში (ან აღადგინეთ პაროლი თუ დაგავიწყდათ) სარეგისტრაციო საიტზე: reg.komarovi.edu.ge
სრული ინფორმაცია რეგისტრაციისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://komarovi.edu.ge/ge/saturday_school
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
